თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მაინც არის იმგვარი მიზეზი, რაც კომპიუტერთან ფრთხილ დამოკიდებულებას გვაფიქრებინებს. უწინარეს ყოვლისა საქმე კომპიუტერთან ბავშვის ურთიერთობას შეეხება. კომპიუტერი ადამიანებისათვის მხოლოდ დამხმარე საშუალება არ არის. თუკი ადრე მეგობარს ირჩევდი და მასთან ცოცხალი ურთიერთობით ცდილობდი, დღეს საუკეთესო მეგობრობას თვით კომპიუტერი გიწევს. არც კი არის საჭირო ვინმე საიმედო პარტნიორის მონახვა. ამ ფუნქციასაც კომპიუტერი ასრულებს. შესაბამისად ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი ჩლუნგდება.
როგორც ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, სოციალური ქსელები, რომლითაც ინტერნეტის მომხმარებლები სარგებლობენ შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს რეალურ ადამიანებთან მათი კონტაქტის შემცირების გამო. Facebook-ის მსგავსი საიტების ჯანმრთელობაზე მოქმედების კვლევის შედეგები ბიოლოგმა ინტერნეტ-გვერდებით ზედმეტად გატაცებულ ადამიანებს აფრთხილებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში მსგავსი ურთიერთობები სულ უფრო მეტად ენაცვლება ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობებს.
მეცნიერი ამტკიცებს, რომ ცოცხალ ადამიანებთან არასაკმარისმა ურთიერთობამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს იმუნური სისტემის მუშაობაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, არტერიების მუშაობასა და აზროვნებაზეც კი.
მომავლისთვის კი ეს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ამაღლებს, რომელთა შორისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სიმსივნეა.
2007 წლის მონაცემებით, საშუალო ბრიტანელი დღეში ნათესავებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ეკონტაქტება (1987 წელს ეს მონაცემი 6 საათი იყო), მაშინ როდესაც ელექტრონული მასმედიისა და მთლიანობაში ინტერნეტის გამოყენება 4-დან 8 საათამდე გაიზარდა დღეში.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ მშობლები სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ ბავშვებს. მოსაზრება იმის შესახებ, რომ სოციალური ქსელები ხელს უწყობენ ადამიანთა შორის კონტაქტების დამყარებას, მეცნიერის აზრით ცრუა და ეს მხოლოდ ურთიერთობის ილუზიას ქმნის.
"იდეაში სოცალური ქსელები ხელს უნდა უწყობდნენ ჩვენს სოციალურ აქტივობას, მაგრამ რეალურად სრულიად სხვა სურათის მომსწრენი ვართ. იმის მაგივრად, რომ ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახადოს, სოციალური ქსელები მას ანაცვლებენ”, - თვლის სიგმანი.
Biologist-ში დაბეჭდილ სტატიაში იგი მიუთითებს იმაზე, რომ ფიზიოლოგიური პროცესები ორგანიზმში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს იმის მიხედვით ადამიანი მარტოა, ვინმესთან ერთად თუ ვირტუალურ რეალობაში (რაც ამ ბოლო დროს უფრო ხშირია).
"აქედან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი, მაგრამ როგორც ჩანს არის დიდი სხვაობა ვინმესთან რეალურ ურთიერთობასა და ურთიერთობის ვირტუალურ ჩანაცვლებას შორის”, - ვარაუდობს ბიოლოგი.